არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი... ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს | მიხაილ როთი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის განცხადებით, პოლიტიკა რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან. მიხაილ როთის თქმით, დიდი კითხვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამიტომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. ამის შესახებ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა დავიწყო პირადი შენიშვნით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მმართველ პარტიას სურს ჩვენ ნდობას ძირი გამოუთხაროს, ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, გაგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური წარსული და იდეური საფუძველი, მაგრამ ყველანი ვეკუთვნით ევროპას, ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები, არა როგორც მტრები, არ ვიმყოფებით აქ იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. მე ვიცი ზოგჯერ რთულია, როცა მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. ჩემი კოლეგები ახდენენ ჩარევას, როცა რაღაც პრობლემები იქმნება გერმანიაში. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომავალს, ვცვლით ჩვენ პოზიციებს, როცა საქმე ეხება არჩევნებს, ამიტომ ვართ მყარი, ერთი ევროპული ოჯახი.

ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სოლიდარობის გამოსახატად, რომელიც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების.

ჩვენ ძალზე შეშფოთებული ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის საიდუმლოება. მიდიოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს მასმედიამ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაკრონის, შოლცის და ტუსკის მოწოდებას საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით. სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. თუ ეს არ იქნება დამოუკიდებლად გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს, მათ მიმართ ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდნენ და ვინც ამ პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაც." - განაცხადა მიხაილ როთმა. 

მიხაილ როთის თქმით, ევროპის წარმომადგენლებს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

"აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს - ეს გახლავთ რუსეთი

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ გახსნილი გონებით და უფრო ყურადღებით ვუსმენდით ჩვენ მეგობრებს პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, რომ მოგესმინა აქ, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა. უფრო მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლოა დემოკრატიაც. ცოტათი უცნაურია, რომ გერმანელი გიგზავნით ამ გზავნილს. თვითკრიტიკა, თვითგააზრება პოლიტიკური სანდოობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუ გსურთ აღიდგინოთ ნდობა, უნდა გაიაზროთ საკუთარი გადაწყვეტილებები, უნდა მოუსმინოთ ყურადღებით საკუთარ მეგობრებს და მოკავშირეებს. ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ერთმანეთს ვუსმენთ ყურადღებით. ამიტომ ვართ იმედგაცრუებული, რომ თქვენ მმართველ პარტიას არ სურს მიგვიღონ, იმიტომ რომ ყველას ეს გზავნილი გაგვაჩნია. " - აღნიშნა მიხაილ როთმა. [სინქრონული თარგმანი]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი