იყო ანომალიები შედეგების თვალსაზრისით, მოსყიდვა, დაშინება, უხეშად დაირღვა არჩევნების საიდუმლოების პრინციპი | როთი

გამოქვეყნდა:

ეს რომ მომხდარიყო ავსტრიაში, გერმანიაში, ლიეტუვაში, ან ესპანეთში, შევთანხმდებოდით იმაზე, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი. აქ, საქართველოში მიდის ძალიან უცნაური დისკუსია არჩევნებს ლეგიტიმაციაზე, რისი არსიც მე არ მესმის -  განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა მიხაილ როთმა და დეტალურად ჩამოთვალა ის დარღვევები, რომლის ფონზეც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარიმართა.

"ოფიციალურად გაცხადებული არჩევნები ქართული ოცნების შედეგები ეწინააღმდეგები ეგზიტპოლებს და ეს ხდება პარტიის პოპულარობის ქვესვლასთან დაკავშირებით. 41-42%-ია ეგზიტპოლებია, თუ შევადარებთ ოფიციალურ 54%-ს. ეგზიტპოლები არ გადაცდომია შეცდომის ზღვარს ორ პროცენტს წინა არჩევნებზე. იყო ანომალიები შედეგების თვალსაზრისით, მაგალითად, რომ ძალიან დიდი იყო გამოცხადება ოცნების მხარდასაჭერად ზოგიერთ რეგიონებში და საარჩევნო უბნებზე. მანიპულაციების ტექნიკა მიმდინარეობდა, როგორც მოსყიდვა, დაშინება, რა ეწინააღმდეგება ივანიშვილის ნარატივს არჩევნების წინ, რომელზეც საუბარი იყო უკმაყოფილებაზე 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მმართველობის. მოსყიდვის თვალსაზრისით თანხებით, ვაუჩერებით ხდებოდა მობილიზაციის სტრატეგიის გამოყენება მრავალი ამომრჩევლისთვის სოფლად. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აწყდებოდნენ ფართოდ გავრცელებულ დაშინებას ადგილობრივ დონეზე, მათ აიძულებდნენ,რომ მხარი დაეჭირათ ოცნებისთვის ან პასიური დარჩენილიყო, რომელსაც ახორციელებდა უსაფრთხოების სამსახურები. 75% უბნებისა იყენებდა დაუცველ მეთოდებს, როდესაც უცხო ხალხი ხედავდა, ვის აძლევდნენ ხმას ამომრჩევლები. ამან უხეშად დაარღვია არჩევნების საიდუმლოების პრინციპი" განაცხადა როთმა. [სინქრონული თარგმანი].
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი