"საუბარი იყო, რომ არათუ შეწყდა ევროინტეგრაცია, არამედ ის ბენეფიტები, რომელსაც საქართველო იღებს ევროპიდან, დავკარგავთ" | ოპოზიციის შეხვედრა ევროპელ დეპუტატებთან

გამოქვეყნდა:

მეტწილად საუბარი იყო, რომ არათუ შეწყდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ ის ბენეფიტები, რომელსაც საქართველო იღებს ევროპასთან მიმართებაში, დავკარგავთ - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

"თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ეს ყველაფერ დგას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ" - განაცხადა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

თბილისში ჩამოსულ ევროპულ დელეგაციას პრეზიდენტის შემდეგ სწორედ პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანებები შეხვდნენ. საუბრისა ა განხილვის მთავარი თემა კი 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები და მისი გამოძიება იყო. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და რა მეთოდები გამოიყენა ოლიგარქის პარტიამ სასურველი შედეგის დასაწერად. 

"მოსალოდნელია ძალიან მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, როდესაც ვისაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება ცდილობს გაატაროს ანტიევროპული პოლიტიკა, შესაბამისად ის იღებს პასუხს ევროპიდან - თუ არ გინდა ევროპულ ოჯახში ყოფნა , მაშინ დააბრუნე ჩვენი სახლის გასაღები" განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ გაყალბებას საქართველოს ხელისუფლება ვერ და არ გამოიძიებს და საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი - "იქნება ეს ევროპარლამენტი თუ ევროკომისია, ამაზე გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა ფაქტია, რომ მზაობა არსებობს და ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ევროპული ეგიდით შედგეს საგამოძიებო მისია" - განაცხადა ბოკუჩავამ. 

"საუბარი შეხებოდა მიმდინარე მოვლენებს, როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ოპოზიციის დამოკიდებულებები და მათთან კომუნიკაცია" განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ოპოზიციის ლიდერების შემდეგ, ევროპელმა დეპუტატებმა შეხვედრა უკვე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან გამართეს. 

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი