შეხვედრები პრეზიდენტთან, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, მიმართვები აქციაზე | ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, დასავლელი პარტნიორები ყველა იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ვინც ამ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის იბრძვის. 8 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოში ერთი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილით ჩამოვიდნენ, რომ მათი პოზიცია სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციას გამოხატავს და ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან ევროპული მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. 

დასავლელი პარტნიორების მთავარ კრიტიკას ცხადია "ქართული ოცნების" გუნდი იმსახურებს, მით უმეტეს იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც სტრატეგიულ მოკავშირეებს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, როგორც მყარი და უტყუარი მტკიცებულება ქართველი ხალხის ხმების მოპარვისა და არჩევნების გაყალბების. ამიტომაც ევროპელი პოლიტიკოსები არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ ეს საკითხი განიხილებოდა პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე პროდასავლური ოპოზიციისგან მოისმინეს იმ დარღვევების შესახებ, რაც 26 ოქტომბერს რუსული სპეცოპერაციით ოცნებამ შეასრულა. ისაუბრეს იმ შედეგებზეც, რაც ოცნების ქურდობას მოჰყვება და იმ სანქციებზეც, რაც ივანიშვილს და მის გუნდს ხალხის  ნების მოპარვის გამო ელის. 

8 ქვეყნის ევროპელი პოლიტიკოსი შეხვდა დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს. კრიტიკული მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიება დაიწყეს და კიდევ უფრო ნათელი გახადეს, რომ 26 ოქტომბრის ოპერაციას, არაფერი ჰქონდა საერთო არჩევნებთან, მით უმეტეს სამართლიან არჩევნებთან. 

ამ ვიზიტით მთავარი გზავნილი მაინც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, გასაგებია ივანიშვილის გუნდისთვის, რომ დასავლეთი ამ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას არ აპირებს, შესაბამისად, ტრადიციას არ უღალატეს და კომიტეტების თავმჯდომარეებს ხან უსაქმურები უწოდეს, ხანაც ისევ მტრები... პასუხი მხოლოდ ერთი იყო ევროპელი პოლიტიკოსებიდან, ის ვინც კრიტიკას ვერ იღებს, საბჭოური მენტალობისაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი