"ოცნების" უარი ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე | დასავლელი ლიდერების გზავნილები

გამოქვეყნდა:

ცივილიზებული სამყაროს პოზიცია მკაფიო და ნათელია - საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არავითარი მოლაპარაკება ევროკავშირის წევრობაზე არ დაიწყება, ვიდრე არ ჩატარდება გამოძიება. ეს ევროპელი პოლიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილია. 8 ქვეყნის პარლამენტარტები, რომლებიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავენ, თბილისში ხმამაღლა აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უბრალოდ ატყუებს ხალხს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება. დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნების და გამოძიების გარეშე ეს შეუძლებელია, - ამბობენ ევროპელები. ერთადერთი, ვისაც მათი გზავნილების მოსმენა არ სურს, "ქართული ოცნებაა". პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ ევროპელმა პარლამენტარებმა შეხვედრაზე უარი მიიღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი