400 მილიონზე მეტი საჯარო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლებისთვის | რის საფუძველზე გაუზარდა მათ ანაზღაურება "ოცნებამ"

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო საჯარო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასების რეკორდული რაოდენობას გასცემს. "ოცნების" ხელისუფლებამ მხოლოდ 2024 წლის ბოლო 9 თვეში 408 მილიონი ლარი გადაუხადა შტატგარეშე ადამიანებს, რომელთა რაოდენობასაც არ ასაჯაროებენ. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ვინაიდან გასულ წლებში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

წლევანდელი გაცემული ხელფასები შტატგარეშე თანამშრომლებისთვის, გასულ წელთან შედარებით, 43 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტში არაა მითითებული, რამდენი მოწვეული თუ დროებითი თანამშრომელი მუშაობს სამინისტროებში, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ მათი ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდება.

გაზრდილია შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. ოპოზიციონერების განცხადებით, შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა, ცალსახად გულისხმობს არჩევნების გაყალბებას. რადგან ამით ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი