"კოალიცია ცვლილებისთვის" სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე და ყველა პრივილეგიაზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის და უარს ამბობს ყველა პრივილეგიაზე - სპეციალური განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა:

"განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ განცხადებით, "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, "გირჩი", "დროა" პარტიული სიის წევრი [სახელი გვარი], არ გამატაროთ რეგისტრაციაში როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ" ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით არჩევნები რჩება მოპარულად, თუმცა, საზოგადოებას არწმუნებს, რომ გამორიცხულია, ქართულმა ოცნებამ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება:

"ეს "წარმატება" მათი არის დროებითი, ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველანი ერთად. პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში მონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილება" აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამაც".

 

"კოალიცია ცვლილებისთვის" - არჩევნების ანგარიში
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი