ცესკოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ. როგორც ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა სასახლეში შესვლამდე განაცხადეს, მათ შეხვედრაზე მოიტანეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ცესკო როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების პერიოდში "ქართული ოცნების" დღის წესრიგით მოქმედებდა და ოლიგარქის რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტს უშუალოდ ცესკოს წარმომადგენლებისგან გააჩნდეს ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის "შიდა სამზარეულოში" ვითარდებოდა

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი