დავით ფურცხვანიძე უფლებადამცველმა დატოვა - დაკავებულს ხვალიდან ახალი ადვოკატი ეყოლება

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 სექტემბერს ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. მის იტერესებს თავდაპირველად გიგა სვანაძე იცავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სვანაძე დაკავებულის ადვოკატი აღარ იქნება. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ხვალიდან ახალი ადვოკატი ეყოლება  - მისი ვინაობა ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია. 

დაკავებული ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა. საქმეში არაფერია დაფარული და მგონია, რომ ფურცხვანიძეს კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია, - ამბობს ფურხვანიძის ყოფილი ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ  დღეს დავით ფურცხვანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

აქვე, საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.  ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს  ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის "შორს შეტოპვის" გამო მოიშორეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი