"კოალიცია ცვლილებისთვის" 3 დამკვირვებელი პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" 3 დამკვირვებელი პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს - როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი "მთავარ არხთან" საუბრობს, ის საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. 

დამიბარეს პროკურატურაში,  კონკრეტულად 26 ოქტომბერს, საარჩევნო ოლქში, 73-74-ე უბანში მოხდა კონკრეტული დარღვევა, რომელზეც მე ვისაუბრე "მთავარი არხის" ტელევიზიაში. აქედან გამომდინარე, დამიკავშირდნენ და მთხოვეს მტკიცებულებების წარდგენა. ამ ეტაპზე, უარს ვუცხადებ პროკურატურას თანამშრომლობაზე და მხოლოდ ვითანამშრომლებ სასამართლოს საფუძველზე. სავარაუდო დარღვევა იყო ის, რომ მოსყიდვა ამომრჩევლის სავარაუდო და სიები ჰქონდა პიროვნებას. საჩივარს ვერ დავწერდი, იმიტომ რომ მოხდა ტერიტორიის გარეთ, საარჩევნო უბნის გარეთ და, რა თქმა უნდა, ჩემი პარტიის წარმომადგენლებს ვაცნობე, - ამბობს ერთ-ერთი დამკვირვებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი