აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ახლადარჩეული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ერთმანეთს დღეს შეხვდებიან.
"პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს შეხვდებიან ოვალურ კაბინეტში," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა 10 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, არჩევნების მოგება მიულოცა და ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, თეთრ სახლში მიიწვია.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.