"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით - თაღლითობა, დაშინება დავინახეთ" | ნატალი ლუაზოს მიმართვა ევროპარლამენტში

გამოქვეყნდა:

"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით - თაღლითობა, დაშინება დავინახეთ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

"მე და ჩემი 6 კოლეგა საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით ჩართულნი და თაღლითობა, დაშინება დავინახეთ. ამიტომ, მსურს, რომ ამაზე დებატები აქ, პარლამენტში გავმართოთ.

რაც ახლა საქართველოში ხდება, ვგულისხმობ პროტესტებს, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხს, ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ამაზე სალაპარაკოდ დრო ვერ გამონახა.

[...]

ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილად იქცეს", - განაცხადა ლუაზომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი