სენაკში, სადაც მოსახლეობის 28% სოც.დაუცველია, ეგრისობის აღსანიშნავად 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

გამოქვეყნდა:

ქალაქ სენაკში, სადაც მოსახლეობის 28% სოციალურად დაუცველია, ათობით ათასი ლარის ღირებულების დღესასწაული ეგრისობა გაიმართა. 

ეგრისობა სენაკში გუშინ აღნიშნეს, დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა, მხოლოდ კონცერტის წამყვანებსა და მონაწილეებზე ჰონორარის სახით ბიუჯეტიდან 51 506 ლარი დაიხარჯა. 

ეგრისობის ფარგლებში სენაკის მერის ვახტანგ გადელიას გადაწყვეტილებით 25 ათასი ლარი ჩაერიცხვა სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვახტანგ ნიკოლავას, სპექტაკლ „ეგრისის სამეფოს“ ავტორობის გამო, მაგრამ გაუგებარია რატომ ჩაირიცხა თანხა არა თეატრის, არამედ ხელმძღვანელის პირად ანგარიშზე.

მსგავსი ზეიმი 17 ნოემბერს თერჯოლაშიც იგეგმება. თერჯოლობა 2024-ზე გიორგი გაბუნიას ბენდი დაუკრავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 17 000 ლარს მიიღებს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი