ლიდერი ქალების პროტესტი ცესკოსთან - პოლიტიკური კოალიციების წარმომადგენლებს, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებების შეტანა უნდოდათ, "ქართულმა ოცნებამ" გზა ჩაუკეტა. პოლიციის გადაწყვეტილებით ოთხივე პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს შენობაში შესვლა აეკრძალა.

პოლიციამ ქალების ნაწილი ძალის გამოყენებით ამ რკინის ღობის მიღმა გაყარა და კარი ჩაკეტა. დაანონსებული მშვიდობიანი აქცია ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოს სრულად იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილე ქალებიდან, რამდენიმემ ეზოში მაინც შეაღწია. 

თითქმის ორსაათიანი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო ადმინისტრაციასთან საბოლოოდ მაინც განცხადების შეტანით დასრულდა. ოპოზიციის ლიდერი ქალები აპროტესტებენ ფარულობის დარღვევას და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო მსვლელობით დასრულდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი