"მივაწოდე ინფორმაცია დარღვევებზე, მათ შორის, როდესაც ვადაგასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა..." - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ საუბრობს.
"კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ. იქ იყვნენ ამომრჩეველთა ზემოქმედების მიზნით. ამავდროულად, მივაწოდე ინფორმაცია, როცა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და იქ ვიყავი მეც, შევესწარი ამ მოვლენას. უბრალოდ უბნის გარეთ ვიმყოფებოდი. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, როცა უბნიდან გამოაძევეს უბნიდან და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მერე იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. ეს შეუძლია ხვალვე, გამოძიებამ ის ადამიანი ამოიცნოს, იდენტიფიცირება მოახდინოს. არსებობს კადრები და გამოძიება ჩაატარონ", - ამბობს ჯაფარიძე.