"ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს... თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში" | რეინოლდ ლოპატკა

გამოქვეყნდა:

"ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს... თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რეინოლდ ლოპატკამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძვირფასო კოლეგებო, სამწუხაროდ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სამართლიან არჩევნებზე და გეტყვით რატომ. იყო ზეწოლა უფრო მეტად არჩევნებამდე, ვიდრე არჩევნების დღეს. ევროპარლამენტიდან დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საკუთარ მოხსენებაში, რომ არჩევნები ჩატარდა პოლარიზაციის პირობებში და ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობები გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველი პარტია მიუთითებს ევროპაზე, მაგრამ თვითონ  მიიწევს რუსეთისკენ. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში", - განაცხადა რეინოლდ ლოპატკამ.  [სინქრონული თარგმანი]

"კოალიცია ცვლილებისთვის" - არჩევნების ანგარიში
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი