სასამართლომ, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და საიას სარჩელები არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოსა" და საიას სარჩელები არ დააკმაყოფილა - სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა.

მხარეებმა საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების არაერთი მტკიცებულება წარმოადგინეს. თინა ბოკუჩავამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ გააჩნიათ მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები წინა დღეს არაბრენდირებული მარკერებით ჩაანაცვლა, რითიც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე ისაუბრა “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემაც. დარღვევებზე ისაუბრა საიას წარმომადგენელმაც, თუმცა, მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 13-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მხარეები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი