"ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხმების გუშაგები" | ბათუმში სტუდენტებმა ახალგაზრდული მოძრაობა დააფუძნეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით "გუშაგები" დააფუძნეს და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ.

სტუდენტები "ქართული ოცნების"  მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. "გუშაგის" წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია "ოცნების" მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.

"ეს ისტორიული მაგალითია, რადგან ბათუმში მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით სადაც საქართველოს ბედი წყდება", -  თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი