ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება, - ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.
"თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება", - წერს ლუაზო.
იქამდე, კახა კალაძემ განაცხადა: "ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა".