არჩევნების გაყალბების სქემა და მტკიცებულებები | "კოალიცია ცვლილებისთვის" ანგარიშის წარდგენა

გამოქვეყნდა:

ტოტალური გაყალბების სქემა, მეთოდები და მონაწილეები, ხელისუფლების ჩართულობა და სუს-ის ორგანიზება - "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილ საარჩევნო დანაშულზე დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ისაუბრეს. ათასობით დოკუმენტი და სადემონსტრაციო მასალა ჟურნალისტებმა და მაყურებელმა საკუთარი თვალით ნახეს. კოალიციის ლიდერებმა კი დეტალურად განმარტეს, რა გააკეთა ივანიშვილის კლანმა ქართველი ხალხის ნების გაყალბებისთვის. 

იყო შეცდომებიც, რომლებსაც ოპოზიცია აღიარებს, თუმცა ახლა დანაშულის გამოძიების დროა. მთავარ ოპოზიციურ კოალიციად ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდი სრულ უნდობლობას უცხადებს ქართულ საგამოძიებო უწყებებს, რომლებსაც ოპოზიციის მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ აქვთ გამოძიებული. ოპოზიციის მოთხოვნით, აუცილებელი საერთაშორისო გამნოძიება - მანამდე კი პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი