ბათუმის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება | სტუდენტები 18:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტები ივანიშვილის რეჟიმის მიერ  არჩევნების გაყალბებას და პრორუსული პოლიტიკის გატარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია. პროტესტს შეუერთდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი  და რამდენიმე სხვა პროფესორ-მასწავლებელი, ნაწილი კი სტუდენტებს შენობის დატოვებისა და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

უნივერსიტეტის შენობაში მყოფ სტუდენტებს ბათუმის მაცხოვრებლები გუშინ საკვებითა და სხვა საშუალებებით დაეხმარნენ.

სტუდენტები რომლებმაც ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს, დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციასაც გეგმავენ, რომელიც ბათუმში, უნივერსიტეტის წინ შადრევანთან 18:00 საათზე დაიწყება. სტუდენტების განცხადებით პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება მოპარული არჩევანის დაბრუნება.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს თანადგომა გამოუცხადეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც, მათ შორისაა ილიაუნი, ჯიპა, სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და სხვები.

ახალგაზრდებს საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც.



ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი