სოფელ წყრუთის მოსახლეობას შიმშილსა და წყურვილთან გამკლავება ყოველდღე უწევს. უკიდურესი გაჭირვების მიზეზი ახალციხის რაიონში სასმელი წყლის არარსებობაა.

ზაფხულში წყლის რაოდენობა განსაკუთრებით იკლებს და მოსავალი ნადგურდება. ადგილობრივები ამბობენ რომ მათი პრობლემის მოგვარება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა, შემდეგ კი მათზე აღარავის უზრუნია.

სოფელ ოთაში წყალი მოდის, მაგრამ იმდენად ბინძური, რომ მოსახლეობას არც კი ახსოვს ბოლოს როდის დალია სუფთა წყალი. ავზი, რომლითაც სოფელი მარაგდება გადაუხურავია, მილები კი იჭედება რადგან წყალს მკვდარი ცხოველები მოყვება.

უწყლობა აწუხებთ ადიგენშიც. სოფელ ენთელში არც ბუნებრივი აირია და ადგილობრივებს არც ხე-ტყის რესურსის გამოყენების უფლება აქვთ. სოფელში ფიქრობენ, რომ დრო რომელიც მათი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარებოდა მმართველმა პარტიამ გაფლანგა.

პრობლემებს რომლებიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში ადგილობრივებს აქვთ კარგად იცნობს ადგილობრივი ოპოზიცია. "ენმ"-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

ადგილობრივებს მმართველი პარტიისგან დახმარების მიღების იმედი უკვე დიდი ხანია გადაეწურათ და პრობლემების მოგვარებას ისევ ქვეყნის მესამე პრეზიდენტისგან ელიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი