"ბჟანია ამზადებს დოკუმენტს, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის გატანის შესახებ" | მედია

გამოქვეყნდა:

"აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის გატანის შესახებ" - ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე, ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ვრცელდება.

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ "აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების" საკითხი უნდა განეხილათ, დღეს ვერ შედგა.  ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. პარალელურად კი შენობის გარეთ აქცია გაიმართა, სადაც "კანონპროექტის" გაუქმებას ითხოვდნენ.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. მომიტინგეებმა რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს. "სამართალდამცველებმა" კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი