"არა რუსულ რეჟიმს! მოვაშოროთ საქართველოს შავი ლაქა" | 16 ნოემბერს ბერლინში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა" შაბათს, 16 ნოემბერს ბერლინში აქციას აანონსებს, რომელსაც ქართველი ემიგრანტები და ბერლინში მცხოვრები სტუდენტები გამართავენ. მათი თქმით, აქციის მიზანი არჩევნების შედეგების გაპროტესტებაა. 

"შაბათს 15:00 საათზე! Bernauer Str. 111-ზე!

ვაგრძელებთ აქტიურ პროტესტს ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ არ ვაღიარებთ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რადგან მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ დაირღვა ფარულობის პრინციპი და არჩევნები ჩატარდა არასამართლიან გარემოში.

 ჩვენ ვითხოვთ:

- ახალი არჩევნების დანიშვნას
- ცესკოს თავმჯდომარისა და ადმინისტრაციის გადადგომას" - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი