"კოალიცია ცვლილებისთვის" სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა - ინფორმაციას "კოალიცია ცვლილებისთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩავაბარეთ
დავიბრუნოთ ევროპული მომავალი!
დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!
არა რუსულ არჩევნებს!, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის".