ახალი შეთანხმება ოპოზიციურ კოალიციებს შორის | პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარების კიდევ ერთი გზა

გამოქვეყნდა:

ახალი შეთანხმება ოპოზიციურ კოალიციებს შორის. "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას განიხილავენ და, დიდი ალბათობით, შეუერთდებიან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის". ლაპარაკია პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიციის კიდევ ერთ საერთო განაცხადზე მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

სამივე პოლიტიკური გაერთიანება თანხმდება, რომ ეს პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარების მიღწევის კიდევ ერთი გზაა.

სხვა გზით მოქმედებას ირჩევს გახარიას პოლიტიკური გუნდი, სადაც ადასტურებენ ბრძოლას არაღიარებისთვის, თუმცა, განაცხადის გაკეთებას დამოუკიდებლად გეგმავენ.

ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემის საბოლოო თარიღი 21 ნოემბერია, ამის შემდგომ 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტმა პირველი სხდომა უნდა მოიწვიოს, თუმცა, დიდი ალბათობით, ის სხდომას არ მოიწვევს და პარლამენტი ერთპარტიულად, 89 დეპუტატით შეიკრიბება. ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც პოლიტიკურ პროცესებს ჩიხში შეიყვანს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი