ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ისინი თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან და სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
"მოიპარეს ჩვენი ხმები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს და ვაცხადებთ, რომ ვართ მათ გვერდით" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.