ცესკო დღეს არჩევნების შედეგების შეჯამებას გეგმავს | კალანდარიშვილის უწყებას სხდომის ჩატარება საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებას გეგმავს. სხდომა დღეს 11 საათზეა ჩანიშნული.

საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომის პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ "ქართული ოცნება" აღიარებს.

ოპოზიციის განცხადებით ოლიგარქიულმა რეჟიმმა არჩევნები სხვადასხვა საშუალებებით მასშტაბურად გააყალბა. ამასთან არჩევნების არალეგიტიმურობის არგუმენტად სახელდება ისიც, რომ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში დარღვეული იყო ფარულობა.

 

საპროტესტო აქცია ცესკო-სთან | “მთავარი არხის” სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი