ოლიგარქის სპეცოპერაცია | გაშიფრულია სქემები, რომლითაც ივანიშვილის პარტიამ ხალხის არჩევანი მიიტაცა

გამოქვეყნდა:

როგორ და რა ფორმით მოიპარა ოლიგარქმა ქართველი ხალხის არჩევანი? -  "კოალიცია ცვლილებისთვის" თავი ყველა იმ ინფორმაციას მოუყარა, რომელიც ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

ხმის ფარულობის დარღვევა, ზეწოლა ამომრჩეველზე, დაშინება, საარჩევნო კარუსელი, სტატისტიკური ანომალიები,  მნიშვნელოვანი განსხვავება ცესკოს მიერ დაწერილ და ორ ავტორიტეტულ ეგზიტპოლის შედეგს შორის - ეს არის ის დარღვევები რაც დამკვირვებლებმა 26 ოქტომბერს დააფიქსირეს და რის გამოც ივანიშვილის ცესკოს ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არც ერთმა  საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ აღიარა.  

უკვე გაშიფრული სქემები ადასტურებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბება 26 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნოდ ჩამორთმეული ათასობით პირადობის მოწმობაა.

ვინაიდან მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, პირადობის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს აიდი ბარათი წარმოადგენს, მათი ჩამორთმევით ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურად  განწყობილი ადამიანები ხმის გარეშე დატოვა. პირადობების გამოყენებით კი უკვე არჩევნების დღეს კარუსელი დაატრიალა.

პროკურატურის მიერ ვერიფიკაციის აპარატების დალუქვა კიდევ უფრო ამყარებს ოპოზიციის ეჭვს, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს. ამ გზით კი ცესკო სიებისა და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ცდილობს. 

ეჭვს, რომ შესაძლოა ხელისუფლებას ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების ხმებიც გაეყალბებინა ის ფაქტიც ამყარებს, რომ საკონსულო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, ბევრი ემიგრანტი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. 

მათ, ვინც სიაში აღმოჩნდნენ საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად ათასობით კილომეტრი გაიარეს და საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად ხშირ შემთხვევაში მათთვის გახსნის ერთადერთ უბანზე დაუსრულებელ რიგში იდგნენ.

ყველა მტკიცებულების მიუხედავად, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. 26 ოქტომბრის არჩევნებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს - სხვა ყველა კი ევროპელი პარტნიორების ჩათვლით საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი