"არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას, პარლამენტი კანონის შესაბამისად 25 ნოემბერს შეიკრიბება.
"არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია. ეს რომ სხვანაირად იყოს ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა. ერთადერთი ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ესაა მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი. სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა ლეგიტიმაცია." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.