კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვრცელი წერილით მიმართეს.
"ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ. ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ. მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ხალხმაც იგივე გზავნილი გააგონოს ევროპას რუსთაველიდან დღეს საღამოს! ბევრნი უნდა ვიყოთ!", - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხი იქნება უკრაინის შემდეგ.