აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) 18 ნოემბერს სხდომას გამართავს და არჩევნების შედეგებს დღის 12:00 საათზე შეაჯამებს.
როგორც ცნობილია, 26 ოქტომბრს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართებოდა.
უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს ხვალ მოაწერს.