თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან სტუდენტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.
რუსთაველის გამზირზე მსვლელობით ვაკის პარკიდან მიდიან "კოალიცია ცვლილებისთვის", მარჯანიშვილის მოედნიდან კი "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები. ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და ისინიც მსვლელობას მართავენ.
ისინი რუსთაველის გამზირზე დამკვირვებლების აქციას შეუერთდებიან, რომლებმაც დღეს, აქციაზე შეკრებილებს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების მტკიცებულებები უნდა წარუდგინონ.