"როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება!!! გამოდით, დავიბრუნოთ სამშობლო!!!" - წერს სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები თსუ-ს პირველ კორპუსთან არიან შეკრებილი სადაც 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს და აღნიშნული მონაკვეთი მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის წერტილად გამოაცხადეს. მათ ადგილზე კარვების გაშლა დაიწყეს.