შავი საღებავი კალანდარიშვილს და ხმაური ცესკოს სხდომაზე | მიტაცებული არჩევნები დამტკიცებულია - მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიტაცებული არჩევნები დაამტკიცა და "ქართულ ოცნებას" თითქმის 54% დაუწერა. შედეგი, რომელიც აცდენილია არა მხოლოდ ყველა სტატისტიკურ, საარჩევნო, მათემატიკურ თუ ისტორიულ კანონზომიერებას. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

მანამდე, "კოალიციამ ცვლილებისთვის" საარჩევნო დარღვევების არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი არ ჰყავს.

კოალიციამ წარადგინა დეტალური მიმოხილვა არჩევნების შედეგების შეუსაბამობაზე ეგზიტპოლის შედეგებთან. 2 მაღალი რეპუტაციის ამერიკული ორგანიზაციის მონაცემები ცესკოს მონაცემებს საერთო ჯამში 12-13 პროცენტით, ზოგიერთ ოლქში 40 პროცენტით ასცდა, რაც ამ ორგანიზაციების მდიდარი გამოცდილებაში წარმოუდგენელი შედეგია. 

არჩევნების ხელოვნურ შედეგებს ეტყობა გაყალბების კვალი, ე.წ. რუსული კუდი. კუდიანებზე ნადირობა რომ არ გამოვიდეს, ზოგიერთ უბანზე ცესკოსვე მონაცემით იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე იმ უბანზე რეგისტრირებული მამაკაცების რიცხვია. და ეს ეხებოდა იმ დასახლებებსაც, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა.

არჩევნების შეფასება სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერ ასობით დარღვევასა და გაყალბების მეთოდებზე მიუთითებს, ის არ უწოდებს არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს და ყველაზე მკაფიოდ პასუხობს ცესკოს თავმჯდომარეს კითხვაზე, რას გადამაყოლეთ ამ შავ წერტილებს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი