"მე ვიცავ ჩემი და ჩემი შვილების მომავალს" | ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში, პარიზსა და რომში აქციები გამართეს

გამოქვეყნდა:

"მე ვიცავ ჩემი და ჩემი შვილების მომავალს", - ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში, პარიზსა და რომში საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ქართველ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. 

ამბობენ, რომ საზღვარგარეთ, სადაც "ქართულმა ოცნებამ" გაყალბება ვერ შეძლო, მათი არჩევანი ფარული და თავისუფალი იყო. 

ქართველ ემიგრანტებს აქციაზე გაშლილი ჰქონდათ ბანერები შავი წერტილებით, რაც სიმბოლურად ბიულეტენებზე გაჟონილ ხმებს ასახავს. 

საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში მქოფ ქართველებს მიმართეს და აღნიშნეს, რომ არ უნდა შეეშინდეთ მთავრობის და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას სამშობლოში ჩამოსვლითაც დაპირდნენ. 

პროტესტი თსუ-ს პირველ კორპუსთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი