თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადენლებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს. 

გზის სავალ ნაწილზე ამ დრომდე ათობით კარავია განთავსებული - ცნობილია, რომ ამ სახით პროტესტი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. შემდგომი სამომავლო გეგმა კი, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება. 

"ძალა ერთობაშია! საღამოს 8 საათამდე აქ ვართ!", - მიმართა აქციის მონაწილეებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირამდე მიდიოდნენ, მოულოდნელად დანიშნულების ადგილი შეცვალეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეჩერდნენ და დაუმორჩილებლობის პროტესტის დაწყების შესახებ განაცხადეს:

მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

ფოტო: ბაჩანა საჯაია

თსუ-სთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი