დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებაზე საკონსტიტუციომ მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი ("ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"), რაც გულისხმობს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების - არ დააკმაყოფილა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კონსტიტუციური იყო.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს და ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს - წერია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში 

გადაწყვეტილებაში ასევე წერია მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და ეს არის პარლამენტის წევრის უფლებების დარღვევა.

ხოლო მოპასუხე მხარე ამ შეთხვევაში მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია.  

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულად და, ამ მხრივ, სადავო დადგენილება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, - წერია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას "ოცნებამ" სადეპუტატო მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. დეპუტატობის შეწყვეტის 88 მომხრე არც ერთის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი