საია სასამართლოს სარჩელით მიმართავს და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

საიას განცხადებით, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას.

"საია მოითხოვს:

ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას

არჩევნების შედეგების გაუქმებას

ხელახალი არჩევნების დანიშვნას

ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია.

ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას." - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი