"26 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია... კანდიდატი ქვეყნისთვის ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია" | მაკალისტერი

გამოქვეყნდა:

"26 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია... კანდიდატი ქვეყნისთვის ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია", - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს. 

"26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნა და ჩვენმა წევრებმა მთელი რიგი ხარვეზების შესახებ ისაუბრეს, მათ შორისაა ხმის მიცემის ფარულობის ნაკლოვანება, ამომრჩეველთა დაშინება და ზეწოლა... ასეთი შეფასება კანდიდატი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და მნიშვნელოვან შეკითხვებს აჩენს. რა იქნება ამის შემდეგ საქართველოსთვის და რა არის მისი მომავალი ევროინტეგრაციის გზასა და ჩვენს ურთიერთობებზე?... კანდიდატი ქვეყნისთვის ასეთი შეფასება ძალიან დამაზიანებელია", - განაცხადა მაკალისტერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი