თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული "გამოძიების" ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე იკითხება- "არჩევნები გააყალბეს და მე უნდა დამკითხონ" წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების" ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ოპოზიციონერი ლიდერები - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმის" წევრი, ლონდა თოლორაია დაკითხა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა "ცესკოს არაერთი წარმომადგენელი", თუმცა ვინ - არ აკონკრეტებენ.