"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

"როგორც დავიბრუნეთ ჩვენი პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში", - თქვა გვარამიამ.

მან, ასევე, თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ხმა უნდა დაიბრუნონ და ევროპისკენ წავიდნენ.

"ჩვენი არჩევანია მშვიდობა, ჩვენი არჩევანია ჩვენი სამშობლო, ჩვენი არჩევანი ემთხვევა შოთას, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას არჩევანს, ეს ევროპაა.

ჩვენ მხარეს არის ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, მათი არჩევანი ემთხვევა ყველა ქართველი მოღალატის არჩევანს, მათ მხარის არის ვენესუელა, ნაურუ, რუსეთი, შეუმდგარი სახელმწიფოები. ჩვენ წავიდეთ წინ, ევროპაში, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც მივყავართ ილიას, შოთას და ზვიადს. გაუმარჯოს საქართველოს.

ჩვენ აქ ვართ, ვიქნებით ყველგან და ბოლოს შევალთ ევროპაში", - აღნიშნა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვებს შლიან. 

ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული, თუმცა, ხალხის რაოდენობის გამო მათ უკან დაიხიეს.

შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.

დაკავებულებს შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი