საქართველო ევროკავშირის ტექნიკური მისიის მოლოდინშია | "ოცნების" ჩამოუყალიბებელი პოზიცია

გამოქვეყნდა:

საქართველო ევროკავშირის ტექნიკური მისიის მოლოდინშია. ბრიუსელის გადაწყვეტილებით, თბილისში ჩამოვა პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც არჩევნების გაყალბების დეტალებს შეისწავლის და ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გამართავს. უცნობია შეხვდება თუ არა ევროპელ პოლიტიკოსებს "ქართული ოცნება".

ითანამშრომლებს თუ არა ოლიგარქის პარტია საერთაშორისო მისიასთან? დღეს, "ქართულ ოცნების" ლიდერები ამ შეკითხვას მოუმზადებელი შეხვდნენ და ურთიერთსაპირისპირო კომენტარები გააკეთეს. თუ კალაძე პარტნიორებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამდა, მდინარაძე ევროპელებს დასცინოდა და არჩევნების შემსწავლელი საერთაშორისო  მისიის დისკრედიტაციას ცდილობდა.

როდის ჩამოვა საქართველოში ტექნიკური მისია დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბევრ დეტალს ამ ვიზიტთან დაკავშირებით არ ამბობს, თუმცა სავარაუდოდ ამ მისიის მომზადებული დასკვნა გადაწყვეტს საერთაშორისო გამოძიების დაწყების საჭიროებას.

"ქართულ ოცნებაში" ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, ტექნიკურ მისიასთან თანამშრომლობისთვის კი მზად არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დაინტერესების შემთხვევაში, ისინი მისიას დოკუმენტურად შეგროვებულ მტკიცებულებებს მიაწვდიან როგორ და რა მეთოდებით გააყალბა ივანიშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი