პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ | სალომე ზურაბიშვილის სარჩელი და მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პრეზიდენტისა და პარლამენტის 30 ოპოზიციონერ დეპუტატის ხელმოწერით სარჩელი შევიდა. სახელმწიფოს მეთაური იმ კენჭისყრის შედეგების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით ჩატარდა და სწორედ ამის საფულეზე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. სახელმწიფოს მეთაურის სარჩელში მთავარ არგუმენტებად ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის პრინციპის დარღვევაა დასახელებული. 

პრეზიდენტის სარჩელი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკოსმა და იურისტმა ეკა ბესელიამ შეიტანა. პრეზიდენტის წარმომადგენელმა დეტალურად განმარტა, რატომ იყენებს პრეზიდენტი უმაღლესი ინსტანციის ბერკეტს, მიუხედავ იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო  ბიძინა ივანიშვილის მიერ სრულად კონტროლდება. 

მიუხედავად იმისა რომ ოლიგარქის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას აქვს, ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილისგან ამ მექანიზმის გამოყენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ; რადგან ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანცია უნდა ამოიწუროს, იმისათვის რომ საერთაშორისო სასამართლოებში დავა გაგრძელდეს. ოპოზიცია არ გამორიცხავს რომ ივანიშვილის საკონსტიტუციომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვას, რადგან სასამართლოს 9 წევრიანი პლენუმისგან - 6 წევრს "ოცნება" პირდაპირ აკონტროლებს. 

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს, მაშინ უმაღლესი ინსტანცია გადაწყვეტილების მიღებისას 30 დღიან ვადაში უნდა ჩაეტიოს. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი