"ისევ დაიწყო გადაადგილებები... ყველანი ერთად ვართ, არავის ვაჭერინებთ" | გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას მიმართვა აქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

"ისევ დაიწყო [საპოლიციო ძალების] გადაადგილებები... ყველანი ერთად ვართ, არავის ვაჭერინებთ"... "ჩვენ გადავწყვიტეთ აქ დგომა და ბრძოლა და ასე იქნება ბოლომდე", - ასე მიმართეს პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს. 

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პოლიციასთან და ვარაზის ხევში საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება. აქციის ტერიტორიიდან გაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაც.

იხილეთ მიმართვა სრულად:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი