ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში საფირმო ნიშანი გახდა "ოცნებისთვის" - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი უკვე მეხუთედ შეიკრიბა - მათ ისაუბრეს წინასაარჩევნო ძალადობრივ გარემოსა და მექანიზმებზე, რომლითაც თავისუფალ არჩევნებს უზრუნველყოფენ. 

ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში საფირმო ნიშანი გახდა "ოცნებისთვის". ბიძინა ივანიშვილი, ცხადია, ამ ხერხებს იყენებს, რადგან ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას. მმართველი ხელისუფლება ამგვარი ხერხებით ვერც ერთ ოპოზიციურ ძალას ვერ შეაკავებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინათინ ბოკუჩავა. 

როგორც ოპოზიცია ამბობს, შტაბი აქტიურ წინასაარჩევნო დაკვირვებას კვლავ განაგრძობს და ისინი ყველა დარღვევას გამოვლენენ, რათა 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს დემოკრატიული და თავისუფალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი