პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ | მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სალომე ზურაბიშვილის სარჩელს წარმოებაში, ჯერ უცნობია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბრის ტოტალურად გაყალებებული არჩევნების გაუქმებას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაარეგისტრირა, რაც არ ნიშნავს მის წარმოებაში მიღებას. სარჩელის დასაშვებობის საკითხზე პლენუმმა უნდა იმსჯელოს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლე უნდა შეიკრიბოს და გადაწყვიტოს ქვეყნის პირველი პირის სარჩელზე სამართლებრივი დავა უნდა გაგრძელდეს თუ არა. 

მოსამართლე ვასილ როინიშვილი ოლიგარქის მართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიულ და პრეცედენტულ დავაზე მომხსენებლად გაამწესა. მედიასთან დღეს გაჩერდა, თუმცა კითხვებს პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით თავი აარიდა. 

26 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს ოპოზიციაც. 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია და ახლა მისი დარეგისტრირების პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და პრეზიდენტის სარჩელები სავარაუდოდ გაერთიანდება და პლენუმი დასაშვებობის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" სრულად აკონტროლებს უმაღლეს ინსტანციას, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ ბერკეტის გამოყენება პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისის დასაძლევად აუცილებელი იყო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი