უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის | Bloomberg

გამოქვეყნდა:

Bloomberg ანონიმურ დასავლურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ პირველად მიიტანა სარაკეტო იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის რეგიონზე. სააგენტო არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა იყო სამიზნე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პირველად დაარტყა რუსეთს ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით და დარტყმა წარმატებული იყო. 

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს NYT-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი