N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით,  N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს, - წერია უწყების განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4 960;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 819;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 26
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 390
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი