3 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა დასრულდა | კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

3 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, ისინი პრეზიდენტთან კოორდინაციაში არიან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.

"რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი. დეტალებს, ცხადია, ჯერ ვერ მოგიყვებით. კონსულტაციები გაგრძელდება ხვალაც და დღეს ღამეც ჩათებში", - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

ელენე ხოშტარიას თქმით კი "აქციები არც შეწყვეტილა. იქნება ის რეჟიმი, ის ტემპი, ის ფორმა, რაც იქნება "ოცნებისთვის" მოულოდენელი".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი